რუსთავში ერთი წლის გოგონა გარდაიცვალა

რუსთავში წლისა და ერთი თვის გოგონა გარდაიცვალა. ქრისტინე ასკეროვა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გუშინ დილით მიიყვანეს, თუმცა, როგორც მორიგე ექიმი ირაკლი თავაძე აცხადებს, გოგონა სავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

ქრისტინა ასკეროვას მშობლების განცხადებით, ბავშვმა გუშინ დილით ტირილი დაიწყო და გალურჯდა. ისი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვი, სავარაუდოდ, გზაში გარდაიცვალა.

ქრისტინე ასკეროვა ფილტვების ანთების დიაგნოზით რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და ის საავადმყოფოდან რამდენიმე დღის გაწერილი იყო. ასკეროვას მშობლებს ექიმების მიმართ პრეტენზიები ამ ეტაპზე არ აქვთ. მათი განცხადებით, საავადმყოფოში გოგონას სათანადო ყურადღებას აქცევდნენ.

გვამის სამედიცინო ექსპერტიზაზე ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის