"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ადვოკატებთან შეხვედრას გამართავს

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ხვალ, ბათუმში ადვოკატებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა "სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი" იქნება.

ღონისძიება პროექტის "საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა" ფარგლებში გაიმართება, რომელიც ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" მიერაა დაფინანსებული და მასში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერაითსი" მონაწილეობს. შეხვედრის მიზანს "სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის" პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმების შესახებ ადვოკატებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

საქართველოს კანონში "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" 2009 წელს შესული ცვლილების შედეგად კანონს დაემატა 141-ე მუხლი, რომელიც აყალიბებს "სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტეს" საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. ამ ცვლილების შესაბამისად, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, თავისი წერილობითი მოსაზრებით, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს "სასამართლოს მეგობრის" მიერ მომზადებული მოსაზრება; თუმცა, თუ იგი მიიჩნევს, რომ მოსაზრება გასათვალისწინებელია, ეს უნდა აისახოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს მოიწვიოს "სასამართლოს მეგობარი" სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.

სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. წერილობითი დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ, ასევე იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც არაერთ საქმეზე გამოიყენეს ეს მექანიზმი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის