დღეს "დედამიწის საათი" აღინიშნება

დღეს "დედამიწის საათი" აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, საქართველო დღეს შუერთდება მსოფლიო მასშტაბის აქციას "დედამიწის საათი 2011"-ს. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა. გამოფენის პარალელურად გაიმართება კონცერტი. აქციაში, სლოგანით _ "ეს საათი დედამიწისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საათი", მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და "მწვანე კლუბის" სტუდენტები.

20:30-21:30 საათზე, მსოფლიო მასშტაბის აქციასთან დაკავშირებით _ "დედამიწის საათი 2011", ჩაქრება მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია და გაეროს სახლი. სანთლებისა და გარემოსათვის უსაფრთხო ფარნების შუქზე კი მრგვალ ბაღში თეატრალური წარმოდგენა გაიმართება. ახალგაზრდები გამოსახავენ ამ დღის სპეციალურ ნიშანს "60+". საღამოს მუსიკალურად ჯგუფი "ურსას" გააფორმებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია