საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კვლავ ამტკიცებს, რომ წამლებზე ფასები შემცირდა.
როგორც პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს პარლამენტის მიერ წამლის იმპორტთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღების შემდეგ, ბევრმა მცირე კომპანიამ უკვე გაიაფებული წამლები შემოიტანა.
მისი თქმით, ამ კომპანიებს მოგვიანებით მსხვილი დისტრიბუტორებიც შეუერთდნენ.
შედეგად კი, გილაურის განცხადებით, აფთიაქებში წამლები 40-45 პროცენტით გაიაფდა.
პრემიერმა დასძინა, რომ რეგიონში ჩატარებული კვლევით, 67 წამლიდან 37 წამალზე საქართველოში ყველაზე დაბალი ფასებია.