ე.წ. "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ესპანეთში დეპორტაციისთვის ”დომოდედოვოს” აეროპორტში მიიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო ~იტარ ტასის~ ცნობით, ამ დროისთვის აეროპორტ ~დომოდედოვოში~ სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც ესპანელ კოლეგებს სადეპორტაციოდ ტარიელ ონიანს, მეტსახელად ~ტაროს~ გადასცემენ.
ონიანი ესპანეთში ბანდფორმირების შექმნასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვიტანილი. რუსმა სამართალდამცავებმა ის 2009 წელს დააკავეს და 2010 წელს ათწლიანი პატიმრობა ადამიანის გატაცებისა და თანხის გამოძალვისთვის მიუსაჯეს.
რუსმა სამართალდამცავებმა ესპანელებისთვის ონიანის გადაცემა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ~ტარო~ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არ არის. რუსეთის ინტერპოლის ბიუროს ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ესპანეთში გამოძიების პროცედურების ჩატარებამდე დარჩება, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მას სასჯელის მოსახდელად ისევ რუსეთში დააბრუნებენ.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ტარიელ ონიანი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა, რომლის კლანი ასლან უსოიანის, იგივე ~დედ ხასანის~ კრიმინალურ კლანთანაა დაპირისპირებული.
მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობების თანახმად, ონიანი დაკავშირებულია ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად ~იაპონჩიკის~ მკვლელობასთან და ~დედ ხასანზე~ თავდასხმასთან, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ~დეხ ხასანს~ არა ონიანი, არამედ "კანონიერი ქურდი" რავშან ჯანიევი, მეტსახელად რავშან ლენკორანსკი დაესხა თავს.