თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია "აირზენას" ხარკოვისა და თეირანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები ამ დრომდე არ შეუსრულებია.
აეროპორტში "აირზენას" წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეისები 19:00 საათისთვის არის ჩანიშნული, თუმცა შესრულდება თუ არა, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით რეისი 05:30 საათზე იყო დაგეგმილი, მოგვიანებით ის 13:00 საათამდე გადაიდო. ასევე, გადადებულია თბილისიდან თეირანის მიმართულებით 11:30 საათზე დაგეგმილი ავიარეისის შესრულება.
აეროპორტში ფრენების შეფეხების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ. "აირზენაში~ კი ამის მიზეზად უამინდობას ასახელებენ.