ალექსანდრე ხეთაგური – "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ის "ინტერ რაო"-სთვის გადაცემა მომგებიანი გადაწყვეტილებაა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჰიდროელექტროსადგურების, "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ის რუსულ კომპანია "ინტერ რაო"-სთვის გადაცემასმომგებიან გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ახალი ხელშეკრულება, რომელიც პირველ აპრილს გაფორმდა, რუსული კომპანიისთვის იქნება ერთგვარი სტიმული, რომ ჰესები უფრო მეტი დატვირთვით ამუშაონ, იზრუნონ მათ რეაბილიტაციაზე, გამოიმუშაონ უფრო მეტი ენერგია და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ.

"2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით "ინტერ რაო"-ს ჰესების 2025 წლამდე მართვის უფლება ისედაც ჰქონდა, რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰესების მათ საკუთრებაში არსებობა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია "ინტერ რაო" არა მმართველი, არამედ მფლობელი იყოს. ახალი ხელშეკრულებაც სწორედ ამიტომ გაფორმდა", – აღნიშნა ხეთაგურმა.

1-ელ აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსული კომპანია "ინტერ რაო" "ხრამჰესი 1"-სა და "ხრამჰესი 2"-ის საფასურად 2011 წლის ნოემბრამდე ქართულ მხარეს 104 მლნ აშშ დოლარს გადმოურიცხავს.

გარდა ამისა, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება მდინარე ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ჯამში 90–100 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ჰესების მშენებლობისთვის "ინტერ რაო" 193 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. არსებული გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, ახალი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვნად დააბალანსებს ელექტროენერგიის თანაბარ და ხარისხიან მიწოდებას როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და, გარდა ამისა, დადებითად აისახება წყალმომარაგებაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰესების მშენებლობაზე ასობით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის