მოსკოვში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის "შავი ლომი" შესაძლოა, მოპარული იყოს

მოსკოვის ანტიკვარული სალონის ექსპოზიციაზე გამოფენილი ნიკო ფიროსმანის "შავი ლომი" შესაძლოა, მოპარული იყოს.

როგორც "ინტეპრესნიუსს" საქართველოს ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა, გია მარსაგიშვილმა განუცხადა, ქართველი მხატვრის ეს შედევრი გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის, აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოდან მოიპარეს.

"თუ ეს სწორედ ის "შავი ლომია", მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ნახატი მოპარულია. თუმცა შესაძლოა, ფოტოს მიხედვით უცნობმა ავტორმა მისი ასლი შექმნა და სწორედ ის არის გამოფენილი მოსკოვში", _ განმართა გია მარსაგიშვილმა.

აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოს გაქურდვის ფაქტი დაადასტურა თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა, გია ბუღაძემ, თუმცა მარსაგიშვილის მსგავსად, არც ბუღაძე ფლობს ინფორმაციას ნახატის ორიგინალობის შესახებ.

აპოლონოს ქუთათელაძის ოჯახის წევრებთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.

ტელეარხ "როსია 24"-ის ინფორმაციით, ფიროსმანი "შავი ლომი" მოსკოვის მხატვართა ცენტრალური სახლშია გამოფენილი. ანტიკვარულ სალონში, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნამუშევართან ერთად იტალიური და ფლამანდრიული სახვითი ხელოვნების შედევრები, რუსული ფაიფური, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.

ამასთან, სიუჟეტის ავტორი არც კი აყენებს ეჭვქვეშ, რომ ეს სწორედ ფიროსმანის ნახატია და არა - ასლი.

მოსკოვის მხატვრის ცენტრალურ სახლის დარბაზებში ექსპონირებულია აღორძინების ხანის შედევრები: უცნობი მხატვრის ნამუშევარი "მადონა ყრმით," "ქრისტე" და რაფაელის მოსწავლის ჯულიანუ რომანოს ნამუშევარი "ბრძოლა მილვისკის ხიდზე." ამ ნამუშევარს ასლად მიიჩნევდნენ, თუმცა ექსპერტების საბოლოო დასკვნით სურათი ორიგინალად შეფასდა.

ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის