გალერეა PortArt ანაკლიაში ხელოვნების სინთეზურ ღონისძიებას გამართავს.
18-19 აპრილს წარმოგიდგენილი იქნება თანამედროვე კონცეპტუალური მხატვრობისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო "ანაკლია"-ში.
ორდღიან ფორუმზე ვალერიან შიუკაშვილი დაუკრავს, ასევე ხელოვნების აკადემია თემურ ჯავახიშვილს ჯილდოს გადასცემს, დაუკრავენ ახალგაზრდა მუსიკოსები, ღონისძიების მეორე დღეს კი ვალერიან შიუკაშვილი ახალი თაობის ხელოვანებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.