აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს , - ამის შესახებ "ინტრპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
აღდგომის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 03:00 საათამდე იმუშავებს და ღამის თორმეტი საათის შემდეგ უფასო იქნება. ასევე, აღდგომის დღეს და ორშაბათს დამატებითი 6 მარშრუტი დაინიშნება, რომლებზეც სულ სასაფლაოების მიმართულებით 80 ავტობუსი იმოძრავებს. უფასო ავტობუსები იმოძრავებენ 08.00-დან 18.00 საათამდე, შემდეგ მიმართულებებზე: მ/ს "დიდუბე" – მუხათგვერდი; ვაშლიჯვარი; მ/ს "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" – კუკია; მ/ს "დელისი" – საბურთალო; მ/ს "სარაჯიშვილი" – თბილისის ზღვა ჭიჭინაძის ქ. 25-ე კორპ. - ველი.
უფლის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო წელს 24 აპრილს აღნიშნავს.