ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩაზე მოსახლეობამ სასმელი წყლის დაბინძურების გამო აქცია გამართა. ადგილობრივებს "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის ნატო ქათამაძის განცხადებით, მან მოსახლეობასთან ერთად, არაერთხელ მიმართა შპს "დასავლეთის წყლის" კომპანიას, თუმცა უშედეგოდ. ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილები გამოიცვალა, თუმცა დაზიანების გამო სასმელი წყალი კანალიზაციაშიც ხვდება და დასალევად უვარგისია.
აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას რამდენიმე თვეა აწუხებს.