ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პაკეტი ამ დროისთვის 10 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე შეიძინა.
;ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სადაზღვევო კომპანია “პარტნიორში~ გააკეთა, სადაც პროგრამის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო.
;“ბოლო მონაცემებით, უკვე 10 000-ზე მეტი დაზღვეული გვყავს. მოხარული ვარ, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია იაფი დაზღვევის პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული. ვიმედოვნებ, რომ დაზღვევის მსურველი მოსახლეობის რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პროგრამა არა მხოლო; ერთ კონკრეტულ პროდუქტს სთავაზობს ადამიანებს, არამედ, ზოგადად, ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას უწყობს ხელს”, -განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
;;ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა სადაზღვევო პოლისები 1 აპრილიდან შევიდა ძალაში.