სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", დღეს თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ–ის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.

ფორუმი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გახსნა და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ოცი პარალელური სესია გაიმართება, რომლებზეც ქალაქის მარკეტინგისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, მუნიციპალური მომსახურების მიწოდებასა და ქალაქის რეგენერაციაზე, თანამშრომლობაზე, ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების რეგიონულ მართვაზე, მდგრად ქალაქებსა და კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრებენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჩატარდება ქართული, პოლონური და სამხრეთ კავკასიის ქალაქების ფორუმები, ასევე გაგრძელდება მუშაობა თბილისის განვითარების სტრატეგიაზე.

ფორუმის ბოლო დღეს მონაწილეები სამუშაო ვიზიტებით გორის, მცხეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გაემგზავრებიან, ხოლო თბილისში დარჩენილი სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებისათვის თბილისისა და საქართველოს მნიშვნელოვანი სიანვესტიციო პროექტების პრეზენტაციები გაიმართება.

ამასთან, ფორუმის ფარგლებში თბილისში სტუმრად იმყოფება აშშ-ის ხმის ჩაწერის, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ნილ პორტნოუ, რომელიც თბილისის მერს პირადად შეხვდება.

ფორუმში დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქებისა და რეგიონების სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე, ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის, ქალაქების ალიანსის, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა