"თავისუფალი საქართველო" პროკურატურას "ზარალას" წარსულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

"თავისუფალი საქართველო" პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, მეტსახელად "ზარალას" ბიზნესსაქმიანობით და მისი წარსულით.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა მიმი გაბრიჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურამ ასევე უნდა გამოიძიოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემა "ანატომიაში" მოთხრობილი ფაქტები.

მიმი გაბრიჩიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია "სილქნეტი" დააჯილდოვა, რომელიც წლის საუკეთესო ბიზნესკატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

მისივე ცნობით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელია გიორგი რამიშვილი, მეტსახელად "ზარალა", რომლის კრიმინალური საქმიანობა 90-წლებთან არის დაკავშირებული. "ზარალა იყო "მხედრიონის" და "ვერის საძმოს" ე.წ. ბოროტების დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი და მის სახელს უამრავი კრიმინალური საქმე უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ის პიარადად მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობითა და მფარველობით სარგებლობს", - განაცხადა მიმი გაბრიჩიძემ.

"თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ამ ჯილდოს ზარალასათვის გადაცემა დაკავშირებულია "სილქნეტის" მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" დაბლოკვით. "ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ კომპანია "სილქნეტმა" ოფიციალურად უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტელეკომპანიის ქსელში ჩართვაზე", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა