საქართველოს მიმდინარე კვირას შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშელინე კალმი-რეი ეწვევა.
ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში მიშელინე კალმი-რეი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრები გაიმართება ასევე უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება შვეიცარიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.