ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას მოთმინებისა და გამძლეობისკენ მოუწოდებს

"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას მოთმინებისა და გამძლეობისკენ მოუწოდებს.

როგორც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ნინო ბურჯანაძემ მიმართა, თავიანთი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონონ. სწორედ ამისთვის არის საჭირო განცხადებები, რომელსაც ამ წუთებში "სახალხო კრების" ლიდერები აკეთებენ.

ბურჯანაძე მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებს სახლიდან ადევნებს თვალს, "სახალხო კრებას" შემოუერთდნენ.

"მოვუწოდებ ყველას, ვინც ახლა ტელევიზორებთან ზის, შეუერთდით აქციას და ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, "სახალხო კრების" რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ასევე შეკრებილია ბათუმში ერას მოედანზე.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იმის გამო, რომ მათ ნორმალური გადაადგილების საშუალება არ მიეცათ, კრების მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ქედადან და ხულოდან ბათუმში ფეხით ჩავიდა.

ბურჯანაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მხნეობისკენ მოუწოდა და აქციის მონაწილეები ნინო ბურჯანაძის განცხადებას ტაშით შეხვდნენ.

სიტყვის დასასრულს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადებები დასრულდება, "სახალხო კრება" შემდგომი მოქმედებების გეგმას გამოაცხადებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს