საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყნების რეიტინგში 134-ე ადგილზეა

საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყნების სიაში 134-ე ადგილზეა. ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გლობალური მშვიდობისინდექსს (Global Peace Index) ორგანიზაცია Vision of Humanity აქვეყნებს.

სიაში სულ 153 ქვეყნის მონაცემებია. პირველი ადგილი ისლანდიამ დაიკავა, მეორე _ ახალმა ზელანდიამ, აშშ 82-ე პოზიციაზეა, ჩინეთი _ 80-ზე, რუსეთმა კი 147-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგი 23 მაჩვენებლის მიხედვით ყალიბდება, რომელთა შორის არის ქვეყანაში კორუფციის დონე, სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა და შეიარაღებული ძალების და სამართალდამცეველების რაოდენობა.

ქვეყნების მშვიდობისმოყვარეობის რეიტინგი 2007 წლიდან ქვეყნდება. 2009 წელს საქართველო 134-ე ადგილზე იყო, 2010 წელს კი 142-ე პოზიცია დაიკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს