კოსტავას გამზირზე მოძრაობა აღდგა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან 5-დღიანი აქციის შემდეგ, კოსტავას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი თავისუფლების მოედნისკენ ფეხით გაემართნენ.

ასევე, აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნისკენ წაიღეს სცენა.