სახალხო კრების მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან დარჩებიან

სახალხო კრების მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან დარჩებიან. ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ხალხს, რომ ფეხი არ მოიცვალონ ამ ადგილიდან.

"ლამის ფიცი დავდოთ, რომ არც ერთი თქვენთაგანი ფეხს არ მოიცვლის აქედან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული", - ასე მიმართა ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს.

მან ასევე მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და განაცხადა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ათას მიზეზს ასახელებდა იმისთვის, რომ არ იდგა კრების გვერდზე.

მისი თქმით, ზოგს ბურჯანაძე არ მოსწონდა, ზოგს განცხადებები არ მოსწონდა. ზოგს კი თვალის ფერი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. თუკი ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდნენ კრებას, ამ გადაწყვეტილების მიღება არასოდეს არ არის გვიანი.

მან ასევე მოუწოდა სხვადასხვა პარტიების წევრებს, თუ მათი ლიდერები ვერ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მიიღონ პარტიის ცალკეულმა წევრებმა და დადგნენ ხალხის გვერდით.

ამასთან, სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა