შსს - აქციის ორგანიზატორთა ნაწილი ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას განიხილავდა

შსს-ს ინფორმაციით, სახალხო კრების აქციის ორგანიზატორთა ნაწილი მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით  ხელისუფლების შეცვლის გეგმას განიხილავდა .

ამის შესახებ შსს-ის  ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შსს მტკიცებულებების ნაწილს დღეს წარმოადგენს.

ამასთან, უტიაშვილის თქმით, ამ დროისთვის აქციის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის, თუმცა აქციის დროს ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. 

ამასთან, როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ორივეს სიკვდილში აქციის ორგანიზატორების, კერძოდ ბიწაძისა და ბურჯანაძის ესკორტს მიუძღვის ბრალი.

გარდა ამისა, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის 90-მდე ადამიანია დაკავებული, რომელთაც ორ თვემდე პატიმრობა შეეფარდათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა