შს სამინისტრომ ნინო ბურჯანაძისა და ანზორ ბიწაძის საუბრების ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის, ანზორ ბიწაძის საუბრების ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა .

ჩანაწერები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შს სამინისტროში სპეციალური განცხადება გაკეთდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბიწაძე და ბურჯანაძე განიხილავენ საკითხს, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 25 მაისის ღამეს.  

განცხადება შოთა უტიაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, სახალხო კრების აქციის ორგანიზატორთა ნაწილი მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას განიხილავდა.

ამასთან, უტიაშვილის თქმით, ამ დროისთვის აქციის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის, თუმცა აქციის დროს ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.

ამასთან, როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ორივეს სიკვდილში აქციის ორგანიზატორების, კერძოდ ბიწაძისა და ბურჯანაძის ესკორტს მიუძღვის ბრალი.

ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა