ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა წევრებმა ხმაურიანად დატოვეს. "რესპუბლიკელი" წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა , რომელიც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, უმრავლესობამ არ მიიღო.

საკრებულომ ამ საკითხს უყარა კენჭი, რომელიც ჩავარდა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ საკრებულოში უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა კომისია, რომელსაც შეუძლია 26 მაისის მოვლენები გამოიძიოს. საპასუხოდ კი, ზაზა გაბუნიამ განმარტა, რომ ამ კომისიას აღნიშნული ფაქტების გამოძიების ძალა არ შესწევს.

ამ განცხადებას საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიამ თავის მხრივ განაცხადა, რომ რადგანაც საკრებულოს არ სურდა ემსჯელა თბილისში 26 მაისს მომხდარ მოვლენებზე, "ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქცია სხდომაზე აღარ დარჩებოდა.

მათ სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მიბაძეს და სხდომა დატოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა გაბუნიასა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, განათლების კომისიის თავმჯდომარეს ვატო ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი კამათი გაიმართა, საქმეში სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ხვიჩა სანაიაც ჩაერთო, რომელიც გაბუნიასკენ იწევდა, თუმცა დეპუტატებმა მათი გაშველება მოახერხს.

საკრებულოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა სხდომა დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს