აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას 26 მაისის მკვლელობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დღეების მოვლენების დროს ადამიანების სიკვდილის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს . ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილემ, მარკ ტონერმა განაცხადა.

ტონერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

"როგორც უკვე განვაცხადეთ, გვჯერა, რომ თავისუფლად გამოხატვის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე იქნება დაცული, როგორც - სხვა ქვეყნებში. გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის ინციდენტები, რომელთა დროსაც რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული", - განაცხადა ტონერმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს შს სამინისტრო აქციების დროს მხოლოდ ორი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.

ამასთან, გუშინ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე კიდევ სამი ცხედარი იპოვეს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, უკავშირდება თუ არა ცხედრების პოვნა 26 მაისს აქციის დაშლას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა