ნინო სუხიშვილი - 26 მაისს ანსამბლმა "ხორუმის" ცეკვა პირადად პრეზიდენტის თხოვნით გადადო

26 მაისს თავისუფლების მოედანზე "ხორუმი" ანსამბლმა პრეზიდენტის თხოვნით გადადო, - ამის შესახებ ნინო სუხიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

ნინო სუხიშვილის განმარტებით, ცეკვის გადადება არსებულმა სიტუაციამ მოითხოვა.

"პირადად პრეზიდენტის თხოვნით არ შესრულდა "ხორუმი" აღლუმის დღეს. ჩვენ ვართ სახელმწიფო ანსამბლი და ყოველთვის ვდგავართ და ვიდგებით სახელმწიფო სამსახურში",- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ანსამბლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზეც გააკაეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ აღლუმის დღეს რამდენიმე მოცეკვავე სიცხის და დაღლილობის გამო ცუდად გახდა, რის გამოც მათი ტერიტორიიდან გაყვანა გახდა საჭირო.

ამასთან, ილიკო სუხიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ხორუმი ჩვენი გადაწყვეტილებით არ შესრულდა".

"26 მაისის ღამით თავისუფლების მოედანზე უბედურება მოხდა და იქ ცეკვის საშუალება აღარ იყო. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ. როგორ უნდა გამოვსულიყავით აღლუმზე, როდესაც იქ ხალხი დაიღუპა",- განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო