სოლიდარობის აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, არ სჭირდებათ პოლიტიკოსები პროტესტის გამოსახატავად. გადაწყდა, რომ შემდგომი საპროტესტი აქცია გაიმართება ხვალ, რუსთაველის ძეგლთან, 15:00 საათზე.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მომდევნო შეკრება გამართულიყო სამი დღის შემდეგ, თუმცა აქციის მონაწილეებმა ეს გააპროტესტეს.

დღევანდელ აქციაზე კი, "წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა შემდეგი მთავარი მოთხოვნები ჩამოაყალიბა.

"დაისაჯონ დამნაშავეები. ასევე, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები. გვითხრან სიმართლე იმის თაობაზე, თუ რამდენი არის დაღუპული და რამდენი დაკარგული", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

სოლოდარობის აქცია მეტრო ”რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილოებდა. აქციის მსვლელობის დროს ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშით ესალმებოდნენ, მოქალაქეები აქციას მსვლელობის დროსაც უერთდებოდნენ.

ამასთან, დღევანდელი აქციის მონაწილეებმა შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭო შექმნან. ამის შესახებ აქციის მონაწილეებს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ხელმძღვანელმა, დავით თარხან-მოურავმა მოუწოდა.

"ეს არის საზოგადოების ბრძოლა და არა -  პოლიტიკოსების. ჩვენ, საზოგადოება თავად ვიწყებთ ბრძოლას. ეს ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული და ალბათ, საჭირო იქნება, რომ შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო. ამ მიზნით კი, შევიკრიბოთ კინოს სახლის წინ, პირველ და მეორე სართულებზე", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა