TV 25 საკაბელო მაუწყებლობიდან გათიშეს

ბათუმის ტელეკომპანია TV 25 საკაბელო მაუწყებლობიდან გათიშეს, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არხის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ მერკვილაძემ განუცხადა.

მერკვილაძის განცხადებით, არხის გათიშვა გუშინ დილით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა. არხის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საკაბელო არხის ხელმძღვანელობა მათ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს, საკაბელო კომპანიაში მისვლის შემდეგ კი, მისი თანამშრომლები ტელევიზიის გათიშვის ზუსტ მიზეზებსაც ვერ აკონკრეტებენ.

მერაბ მერკვილაძის განცხადებით, ტელევიზიას მსგავსი პრობლემა 2006 წელსაც შეექმნა. არხის აღმასრულებელი დირექტორი ეჭვობს, რომ გათიშვის მიზეზი შესაძლოა, ტელეკომპანიის მიერ 26 მაისს გავრცელებული კადრები გახდა. ამ კადრებში ესკორტი სხვა რაკურსით ჩანს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს