მოსკოვში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ბადრი კოღუაშვილი, მეტსახელად "ბადრი კუტაისკი" დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" სამართალდამცავ ორგანოებში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, 46 წლის კოღუაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში დააკავეს, რომელსაც ჩხრეკის დროს 2,8 გრამი "მარიხუანა" აღმოაჩნდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების უკანონო ტარების მუხლით აღიძრა.