გრიგოლ ვაშაძე პაკისტანის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს საქართველოში პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ელჩ აბდულ ჰამიდთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.

შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა აბდულ ჰამიდის მოღვაწეობა საქართველოში პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოსტზე და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია