გოგა თევდორაშვილი - მზად ვართ იმისთვის, რაც დღეს ხდება, თუ ხვალ შეიცვლება სიტუაცია, ამისთვისაც გადავეწყობით

"მედიაპალიტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი ჰოლდინგში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ შემოსავლების სამსახური აუდიტის დასრულების შემდეგ ობიექტურ დასკვნას დადებს.

"შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ჰოლდინგში შემავალ მედია საშუალებებს პრობლემები არ შეექმნებათ; ის მცირედი შეფერხება, რაც არ არის მიზანშეწონილი და სასურველი, ფორსმაჟორულ სიტუაციაში გასაგებია და ჩვენ ამას ავიტანთ. მზად ვართ იმისთვის, რაც დღეს ხდება, მაგრამ თუ ხვალ შეიცვლება სიტუაცია, ამისთვისაც გადავეწყობით; თუმცა, მინდა მჯეროდეს, რომ არ შეიცვლება უარესობისკნ და შეიცვლება უკეთესობისკენ", - განაცხადა თევდორაშვილმა დღეს, რადიო "პალიტრის" გადაცემაში "რეზიუმე".

მისი თქმით, ზოგადად შემოწმება მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემა არის ის, რომ ეს მოხდა ერთდროულად 6 ორგანიზაციაში, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციებია. "მათ სხვადასხვა მენეჯმენტი ხელმძღვანელობს, სხვადასხვა ბუღალტერია აქვთ და სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან; ჩვენს ეჭვსაც სწორედ ეს იწვევს, ხომ არ იყო ეს რაიმე ზეწოლის მექანიზმისთვის გაკეთებული, რათა 6-ვე ორგანიზაციაში რაღაცნაირი ხელისშეშლა ყოფილიყო და უფრო მტკივნეულად გვეგრძნო, ვიდრე ერთ ორგანიზაციაში შემოსვლით", - აღნიშნა მან.

თევდორაშვილის განცხადებით, ის ორგანიზაციები, სადაც შემოსავლების სამსახურია შესული, უზრუნველყოფენ ჰოლდინგის გამართულ მუშაობას, როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად, და ამით არსებობს ელექტრონული თუ ბეჭდვითი გამოცემები.

როგორც "მედიაპალიტრის" დამფუძნებელმა აღნიშნა, პირადად მას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები დაუკავშირდნენ და ყველა დეტალზე საქმის კურსში ჩაყენება სთხოვეს და ჰოლდინგი მათთან აუცილებლად ითანამშრომლებს.M

თევდორაშვილი ასევე გამოეხმაურა "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს" მოსაზრებას, რომ "მედიაპალიტრაში" ფინანსური სამსახურის შესვლა შესაძლოა 26 მაისის მოვლენების ობიექტურ გაშუქებას უკავშირდებოდეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტების ქარტიაში ისეთი პროფესიონალი და გამოცდილი ხალხი მუშაობს, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს და გაიზიაროს მათი ეჭვები. მანვე მადლობა გადაუხადა ამ ორგანიზაციას დღეს გამართული სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციის ორგანიზებისთვის, ასევე, ჰოლდინგის ყველა ჟურნალისტს ბოლო დღეებში აქტიური საქმიანობისთვის.

"ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოეხმაურა პრობლემას, ყველას დიდ მადლობას ვუხდი; ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ის მსმენელები, რომლებიც რეკავდნენ, სიამაყით ამევსო გული; დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისთვის; ამ 15 წლის განმავლობაში ჩვენ ობიექტურობისა და სიმართლის მოყვარული ხალხის კატეგორია მოვიმხრეთ", - აღნიშნა თევდორაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის