ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყოს.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება ~საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი სხვა შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოს გადაეცემა.
ასევე, შესაძლებელი ხდება დეპატამენტისთვის როგორც სახელწოდების, ასევე სამართლებრივი სტატუსის შეცვლა.
კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რომელი უწყება იგულისხმება ტერმინში ~სხვა შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანო~, თუმცა, არაოფიაცური ინფორმაციით, ვეტერანთა დეპარტამნეტი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.