ჩინეთში საქართველოს ელჩად მამუკა გამყრელიძე დაინიშნება

საქართველოს ჩინეთში ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა პრეზიდენტის წარდგინება ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მამუკა გამყრელიძის კანდიდატურის შესახებ.

მამუკა გამყრელიძე 1989-91 წლებში იყო საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ერთობლივი საწარმო "ინტელექტის" გენერალური დირექტორი. 1994-96 წლებში იყო შპს "ნიკიტსკიე ვოროტას" გენერალური დირექტორი, ხოლო 1997-2009 წლებში მუშაობდა შპს "ნოვოია სლობოდას" გენერალურ დირექტორად. 2010 წლიდან კი მამუკა გამყრელიძე შპს "გლობალ მედია ჯგუფის" დირექტორია. ასევე, მამუკა გაყრელიძე გადაცემის "ვის უნდა 20000" წამყვანია.

გამყრელიძე კახა სიხარულიძეს შეცვლის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია