დღეიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით "აირზენას" რეისები შესრულდება

დღეიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით "აირზენას" რეისები შესრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დღეს 17:30 საათზე თვითმფრინავი ბათუმში მოსკოვიდან ჩაფრინდება, რომელსაც "აირზენას" და აჭარის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლები დახვდებიან.

მათივე ცნობით, ბათუმიდან მოსკოვში ფრენები სამშაბათობით და კვირაობით იქნება. თბილისიდან მოსკოვში რეისებს კი "აირზენა" ყოველდღეიურად ასრულებს.

ბათუმის რეისის გახსნა ზაფხულის სეზონს უკავშირდება. ივნისის ბოლოს "აირზენა" ბათუმიდან რეისებს თეირანის მიმართულებითაც შეასრულებს. უკვე არის რეისები ბათუმი-თელ-ავივის და ბათუმი-კიევის მიმართულებით, რომელიც ყოველდღიურად სრულდება.

რაც შეეხება ბათუმი-თბილისის რეისს, "აირზენა" მას ყოველდღიურად ასრულებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის