თბილისის აეროპორტის DUTY FREE ზონაში ქართული ღვინოების მაღაზია გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE ზონაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ქართული ღვინოების მაღაზია გაიხსნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მაღაზია "საქართველოს ღვინოებს" 205 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმობა. მაღაზიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ღვინის კომპანიის მიერ ყურძნის ადგილობრივი ჯიშებისაგან წარმოებული ასზე მეტი სახეობის ღვინის ბრენდი გამოიფინება.

მგზავრებს საქართველოდან გამგზავრებისას არამარტო შესანიშნავი საჩუქრების შეძენის საშუალება მიეცემათ, არამედ იქვე ღვინის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. ATU Duty Free -ის მაღალკვალიფიციური გაყიდვების ჯგუფი კი მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება ამა თუ იმ ღვინის სახეობრივ და არომატულ თვისებებსა თუ შემადგენლობაზე ინფორმაციის მიწოდების სახით.

ღვინოების დაგემოვნება, რასაც რეგულარული ხასიათი ექნება, განაპირობებს მათი გამოცდილებისა და ცოდნის კიდევ უფრო გამდიდრებას ქართული ღვინის ნაირსახეობებში. გარდა ამისა, მაღაზია "საქართველოს ღვინოები" მგზავრებს საშუალებას მისცემს, დააგემოვნონ ქართული ცქრიალა ღვინოების ფართო ასორტიმენტი.

ასევე, ATU Duty Free ქართული ღვინის დახვეწილ კოლექციას ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ მგზავრს შესთავაზებს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free -ის მაღაზიებში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის