გაზეთი "რეზონანსი" ახალგორის გამგებლის მიერ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილისადმი ბრალდებებზე განცხადებას აქვეყნებს

გაზეთი "რეზონანსი" ახალგორის გამგებლის მიერ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, გამგებელი ზურაბ ფიცხლაური "რეზონანსის" ჟურნალისტ მარი ოთარაშვილზე ზეწოლას ახლა უკვე არა მარტო სიტყვიერი მუქარით, არამედ შანტაჟით აგრძელებს. მან გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" განაცხადა, თითქოსდა აქვს მაკომპრომატირებელი მასალა ჟურნალისტის "აგენტობის" შესახებ.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა პირისპირ მოსთხოვა ფიცხელაურს მის მიერ ნახსენები "დამამტკიცებელი ფოტოები და დოკუმენტები", გამგებელმა უკან დაიხია და თქვა, რომ ეს მასალა ამ დროისთვის არ მოეპოვება და მომავალში მოიძიებს. აღსანიშნავია, რომ საუბარია ქართულ მედიაში პრაქტიკულად ერთადერთ ჟურნალისტზე, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში ჩასვლასა და იქ არსებული სიტუაციის გაშუქებას ახერხებს, რადგან წარმოშობით ახალგორიდან არის და იქ მისი ახლო ნათესავები ცხოვრობენ.

ახალგორის გამგებელი ჟურნალისტზე სიტყვიერ ზეწოლას ადრეც ახდენდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა და თან "ურჩევდა": "ახალგორისათვის თავი გაენებებინა". მიზეზი კი იყო და არის ის, რომ ჟურნალისტი ოკუპირებული რეგიონიდან აშუქებს ობიექტურად არსებულ სიტუაციას, და არა იმას, რაც ახალგორიდან წეროვანში გაქცეულ ლეგიტიმურ მთავრობას სურს, რომლის ძირითადი მიზანიც ახალგორის ქართული მოსახლეობისგან დაცლაა.

სწორედ აღნიშნულ თემაზე მთელი რიგი სტატიების გამო, გამგებელი თავიდანვე იმუქრებოდა, რომ ის ჟურნალისტზე მაკომპრომატირებელი მასალების გამოქვეყნებას აპირებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტთან საუბრისას ყოველთვის არაკორექტულია.

გამომდინარე იქიდან, რომ "რეზონანსი" დაინტერესებულია ოკუპირებულ ახალგორში არსებული რეალობითა თუ პრობლემატიკით, არ აპირებს იქ არსებული მოვლენების გაშუქების შეწყვეტას, რაც მარი ოთარაშვილის საშუალებით არის შესაძლებელი.

ფიცხელაურის განცხადებას "რეზონანსი" კონკრეტულ ჟურნალისტზე და, ზოგადად, "რეზონანსზე" ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, რედაქცია განიხილავს სხვადასხვა სამართლებრივი მოქმედების, მათ შორის ახალგორის ლეგიტიმური გამგებლისათვის მარი ოთარაშვილისა და "რეზონანსის" ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ცდისათვის სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობას",-ნათქვმია გაზეთ "რეზონანსის" განცხადებაში.

ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის