მთავრობა გურიაში "ნაბეღლავი ჰესის" მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის მდინარე გუბაზეულზე უნდა აშენდეს, ჰიდროელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 1.99 მგვტ-ია.
ჰესის მშენებლობით დაინტერესებულ პირთა განაცხადები სამინისტროში 6 ივლისის ჩათვლით მიიღება.