თინა ხიდაშელი 2003 წლის რეფერენდუმის კანონიერებაზე საუბრობს

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თინა ხიდაშელი 2003 წლის რეფერენდუმის კანონიერებაზე საუბრობს.

ხიდაშელის განცხადებით, 2003 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი მთლიანად არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და სასამართლოში სარჩელი ძველი პარლამენტის წევრების ხელმოწერით შევიდა. ხიდაშელის განმარტებით, სარჩელი განუხილველი დარჩა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეტანილ სარჩელზე საკუთარი ხელმოწერები სააკაშვილის მითითებით გააუქმეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასულმა "მოქალაქეთა კავშირის" წევრმა პარლამენტარებმა და სარჩელმა ძალა დაკარგა.

"ხელისუფლების პატივცემული წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მხრიდან ერთი "არგუმენტიც" გაისმა - კი მაგრამ, სარეფერენდუმო ბიულტენებიც ხომ იმავე ყუთებში ეყარა და თუ არჩევნები გაყალბდა, რეფერენდუმის შედეგები როგორღაა კანონიერიო. მას შემდეგ, რაც ჩვენი (მაშინ მე ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიას ვხელმძღვანელობდი) სარჩელით ლევან მამალაძეს მაჟორიტარული მანდატი ჩამოერთვა და უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები, ჩვენ მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი მთლიანად არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და "ძველი" პარლამენტის წევრების ხელმოწერით შევიტანეთ სასამართლოში. ეს სარჩელი განუხილველი დარჩა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეტანილ სარჩელზე საკუთარი ხელმოწერები სააკაშვილის მითითებით გააუქმეს განაციონალურებულმა ნამოქკავშირელმა პარლამენტის წევრებმა და სარჩელმა ძალა დაკარგა. ახალი სარჩელის შეტანის უფლების მქონე ქალბატონმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი ტრადიციულად თავი შეიკავა პრინციპულ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილებისაგან", _ აცხადებს ხიდაშელი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი გაურიგდნენ გაყალბებული არჩევნებით "არჩეულ" მაჟორიტარებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა