"ალია" და "რეზონანსი" გიორგი აბდალაძის მოწოდებას გამოეხმაურნენ

გაზეთები "ალია" და "რეზონანსი" დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის გუშინდელ  მიმართვას გამოეხმაურნენ.

აბდალაძის მოწოდების შესაბამისად, ამ გაზეთებში დაბეჭდილ სახელმწიფო მოხელეთა ფოტოებს ადევთ შავი კუბი წარწერით - "აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან". InterPressNews.Ge

ასეთი წარწერა "რეზონანსს" გაზეთის პირველ გვერდზე აქვს გაკეთებული, "ალიამ" კი, იგივე გადაწყვეტილება მიიღო გაზეთის ყველა გვერდთან დაკავშირებით.

11 ივლისს, "ალია ჰოლდინგმა" მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისადმი დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აბდალაძე მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"InterPressNews.Geმე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას!

მივმართავ ყველა ფოტორეპორტიორს და ყველა გამოცემას საქართველოსა და უცხოეთში, რომელსაც სჯერა ჩვენი უდანაშაულობის. სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადეთ შავი კუბი, წარწერით "აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან", _ ამბობს აბდალაძე მიმართვაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის