ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქის 15 საგამოცდო ცენტრში გამოცდას ისტორიაში აბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს~ გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადეობრივ-მეცნიერებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა ჯავახიშვილმა განუცხადა, ისტორიის საგამოცდო ტესტები მოიცავს სასწვალო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ისტორიაში.

მისივე თქმით, ტესტებში ძირითადად გამოყენებულია მე-11, მე-12 კლასის პროგრამა. ტესტებში არის როგორც არჩევით ბოლოიანი დავალებები (4 სავარაუდო პასუხი), ის ღია ბოლოიანი დავალებები (აბიტურიენტებს უწევთ მსჯელობა).

ისტორიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტმა მინიმალური ზრღვარის გადასალახად 21 ქულა უნდა დააგროვოს. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის