ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება. გამოცდა ორ სესიად წარიმართება.

პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე კი რეგისტრაცია 14:00 საათზე, ხოლო გამოცდა 15:00 საათზე დაიწყება. გამოცდის ხანგრძლივობა სამი საათი და 30 წუთია.

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა 55-ია, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 14 ქულას შეადგენს.

მათემატიკის გამოცდა არჩევითია. მას ის აბიტურიენტები აბარებენ, რომლებმაც განაცხადი იმ ფაკულტეტებზე გააკეთეს, რომლებსაც პრიორიტეტად სწორედ მათემატიკის საგანი აქვთ დასახელებული.

საგამოცდო პროგრამა მათემატიკის ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება. საგამოცდო პროგრამა გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკოსთა ჯგუფისა და ცენტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მიერ არის შედგენილი.

მათემატიკის გამოცდის შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის