ისლამისტები პროპაგანდისთვის მულტფილს იყენებენ

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "აბუ ალ- ლეიტ ალ –იემენმა" მულტფილმი გადაიღო.

ახალი საბავშვო მულტფილმით რადიკალური დაჯგუფება ბავშვებში "ალ ქაიდას" იდეების გავრცელებას შეეცდება. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, მულტფიმში საუბარია წინასწარმეტყველი მუჰამედისა და რელიგიური ომების შესახებ. ასევე, იგი ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტებითაა გაჯერებული. მულტფილმი უკვე თითქმის მზად არის.

ექსტრემისტების საიტზე არაბულ ენაზე მულტფილმის ნაწყვეტების ნახვაა შესაძლებელი. სპეციალისტებისა და ექსპერტების აზრით, მულტფიმმა შესაძლოა მუსულმანი მშობლების უკმაყოფილება გამოიწვიოს. რომელთაც არ სურთ, რომ მათ შვილებს თავს "ალ-ქაიდას" იდეებით მოახვიონ. მიუხედავად ამისა, საიტზე მულტფილმის გამოჩენას დადებითი გამოხმაურებები უკვე მოყვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია