მთავარი პროკურატურა დაკავებული ფოტორეპორტიორებისთვის პირობით სასჯელს ითხოვს

მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულ ფოტორეპორტიორების საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურა ითხოვს, რომ ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდოს.

შუამდგომლობის ტექსტს, რომელიც პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვშუამდგომლობ: დაამტკიცოთ ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათელა გედენიძესთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მეშვეობით 2011 წლის "22" ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება; 2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოთ განაჩენი სისხლის სამართლის №081210711001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალდებული ზურაბ შოთას ძე ქურციკიძე (დაბ. 1973 წლის 01 იანვარს, პ/ნ 01013025931) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებული გიორგი რამაზის ძე აბდალაძე (დაბ. 1972 წლის 09 აგვისტოს, პ/ნ 60001052817) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებული ირაკლი გიორგის ძე გედენიძე (დაბ. 1973 წლის 05 დეკემბერს, პ/ნ 01010009743) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებული ნათელა ვასილის ასული გედენიძე (დაბ. 1978 წლის 10 სექტემბერს, პ/ნ 01016000228) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით"

შუამდგომლობას ხელს აწერს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში,

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი რ.გრიგალაშვილი, ბრალდებული: ზ.ქურციკიძე

ადვოკატი კ.ყავლაშვილი

ბრალდებული: გ.აბდალაძე

ადვოკატი მ.ქამადაძე

ბრალდებული ი.გედენიძე

ადვოკატი ც.ცანავა

ბრალდებული ნ.გედენიძე

ადვოკატი ც.ცანავა

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები