საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ კოხოძე გასულ წელს გახმაურებელი შპს "საირმის განვითარების კომპანიის" გარდა, კიდევ არაერთი შპს-ს პარტნიორი გახდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2010 წლიდან, თემურ კოხოძე გარდაბანში, თელეთში დარეგისტრირებული შპს "ბრეტის", შპს "გრუპ თენ"-ის, შპს "ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის", შპს "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" –ის, შპს "ტრანსკაუკაზუს რენტალ სერვისის" პარტნიორი გახდა, 2011 წელს კი - სომხეთში დარეგისტრირებული შპს "ფლეშ თეგეტა მოტორსის".
თემურ კოხოძე საკუთარი სახსრებით შარშან, ბაღდათის სკოლებსაც დაეხმარა. კერძოდ, 2000 ლარი ბაღდათის კულტრუის სახლისთვის ინვენტარის შესაძენად დახარჯა, ბაღდათის მუსიკალური სკოლისთვის 3000 ლარის ინვენტარი შეიძინა, 27 000 ლარი ბაღდათის მე-2 სკოლისთვის მინი სტადიონის მოწყობას მოახმარა.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ კოხოძის ანგარიშებზე არსებული თანხა, დეკლარაციის შევსების მომენტში რამდენიმე ათას ლარს არ აღემატებოდა, მას ნაღდი ფულის სახით 1 600 000 ლარი ჰქონდა.