გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 14:00 საათზე, გამოქვეყნდება გეოგრაფიის გამოცდის შედეგები.
შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge; ონლინე.ნაეც.გე განთავსდება.
აბიტურიენტები საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
გარდა ამისა, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტი საკუთარ შედეგს შეიტყობს მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე 6232.
სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.