საია სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლებას ეხმაურება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლებას ეხმაურება.

როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის აზრით, აღნიშნულ ობიქტში მცხოვრები დევნილების ნაწილის მიმართ გამოსახლების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან სასტუმრო ,,აფხაზეთიდან~ გამოსახლების მომენტისათვის, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული.

როგორც საია-მ არაერთხელ აღნიშნა წინა პერიოდში გავრცელებულ განცხადებებში, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას, ვიდრე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია ვალდებული იყო დევნილის მოწმობის (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს) წარდგენისთანავე, შეეწყვიტა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.

~მიგვაჩნია, რომ სასტუმრო ,,აფხაზეთში~ რეგისტრირებული იმ ოჯახების გამოსახლება, რომლებთანაც გამოსახლების მომენტისათვის არ ყოფილა დადებული წერილობითი შეთანხმება და არც სხვა საცხოვრებელი ფართის შეთავაზება მომხდარა (რომელიც არ გააუარესებდა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს), ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას. ყველა დევნილს, რომლიც იძულებით იქნა გამოსახლებული სასტუმრო `აფხაზეთიდან~ და შესაბამისად, დაერღვა უფლებები, საია უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს~,-ნათქვამია საიას განცხადებაში.

15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დასრულდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის