პატიმარი მამუკა ზერეკიძე ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ზერეკიძის მეუღლემ, ლიკა ზერეკიძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზად დენის დარტყმას ასახელებენ. მისივე თქმით, გარდაცვლილი სახლში გუშინ მიასვენეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანის, გიორგი ზერეკიძის საქმე გახმაურებული იყო. მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ 10-წლიან პატიმრობას თანაკლასელები, ოჯახი და უფლებადამცავები, ასევე, ოპოზიცია აპროტესტებდნენ.
მოგვიანებით გიორგი ზერეკიძის მამა, მამუკა ზერეკიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სასჯელს რუსთავის ციხეში იხდიდა.