სიწმინდეების მოსალოცად საქართველოში რუსეთიდან პილიგრიმები ჩამოვიდნენ. მოსკოვთან მდებარე დომოდედოვოს ტაძრის მრევლი თბილისში წარმოშობით ქართველის, ელისაბედ მანენკინას რეკომენდაციით ჩამოვიდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ელისაბედ მანენკინამ განუცხადა, საქართველოში სულ 10 პილიგრიმია ჩამოსული, მათ შორის ერთი, ხერსონის ეკლესიის წარმომადგენელი, მამა იოანე მომლოცველებს უკრაინიდან შეუერთდა.
პილიგრიმები იმ ეკლესიის მრევლი არიან, რომელიც გასულ საუკუნეში დედა თამარ მარჯანიშვილმა (რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის და) დაარსა.
რუსი პილიგრიმები გუშინ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების წირვას დაესწრნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის საშუალება მიეცათ. შემდეგ კი, მცხეთაში გამგზავრნენ.
დღეს პილიგრიმები ქუთაისში ჩავლენ, სადაც გელათს, მოწამეთას და სხვა ეკლესიებს მოინახულებენ, შემდეგ კი სამეგრელოში გადაინაცვლებენ და იქ მდებარე ტაძრებსი ილოცებენ.
მომლოცველებს იმედი აქვთ, რომ ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლეში უფლის კვართის ნახვასაც შეძლებენ.
პილიგრიმთა განცხადებით, საქართველოში უამრავი სიწმინდეა და მათ სანახავად და მოსალოცად სხვა დროსაც ჩამოვლენ.