ანაკლია ხვალიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს

ანაკლია ხვალიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს. ქალაქში ჩასულ დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურა და ესპანელი არქიტექტორისმიერ დაპროექტებული კილომეტრნახევრიანი ბულვარი დახვდებათ.

ანაკლიაში სასტუმროების, ფეხბურთის სტადიონების, კალათბურთის მოედნებისა და სხვა სპორტული თუ დასვენების ობიექტების მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენდება ორი ახალი სასტუმრო და ევროპაში ყველაზე დიდი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან დააკავშირებს.

ხვალიდან ანაკლიაში გრანდიოზული აკვაპარკის მშენებლობაც დაიწყება. უკვე დასრულდა ევროპულ დიზაინზე მოწყობილი ამფითეატრი, რომელშიც ხვალ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს. ერთსაათიან კონცერტზე სოფო ხალვაში, ვაჟა მანია, ნატო გელაშვილი და გიორგი უშიკიშვილი იმღერებენ. კონცერტს ნინო სურგულაზე დაასრულებს სიმღერით - "აფხაზეთო ჩემო". ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის პირველი დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ანაკლიის განახლების იდეა პრეზიდენტს ეკუთვნის. შავი ზღვის ახალი კურორტის გახსნის ღონისძიების სამზადისი მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავად მოინახულა. როგორც ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას პრეზიდენტმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ანაკლია მალე შავი ზღვის მთელ სანაპიროზე საუკეთესო კურორტი გახდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო