საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას მართავს. საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
ქართველებმა პირველივე წუთები აქტიურად დაიწყეს. მათ მეტოქის კართან უკვე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ერთ-ერთი შეტევისას მარცვალაძის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. აღსანიშნავია ასევე ახალგაზრდა ჯანო ანანიძის თამაშიც, რომელიც პირველივე წუთებიდან შეტევაში აქტიურად ჩაერთო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობს და აშკარად ჩანს, რომ ქართველ ფეხბურთელებს დღეს მეტოქის დამარცხების ძალა შესწევთ.
თემურ ქეცბაიამ ლატვასთან თამაშისთვის გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა - მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი"მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი")
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა).
"ევრო-2012"-ის შესარჩევ ეტეპაზე საქართველო F ჯგუფში ასპარეზობს და 7 თამაში შემდეგ 9 ქულით მე-4 ადგილზეა.
ჯგუფის ლიდერია საბერძნეთი (6 თამაშიდან 14 ქულა), მეორე ადგილზეა ხორავტია - 6 თამაშიდან 13 ქულით.
ამავე ჯგუფში დღეს ითამაშებენ მალტა-ხორვატია; ისრაელი-საბერძნეთი.
შემდეგ მატჩს საქართველო 6 სექტემბერს მალტაში გამართავს.