საქართველოს საკალათბურთო ნაკრები D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

იგორ კოკოშკოვის გუნდს უკრაინელთა 69:53-ის დამარცხვების შემდეგ ქვეჯგუფში ორი გამარჯვება დაუგროვდათ და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მესამე ადგილის დასაკავებლად გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, შესაძლებელია, ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მარცხითაც მიაღწიონ, ოღონდ საამისოდ ბულგარელებთან ჩვენი ნაკრების სხვაობამ 23 ქულას არ უნდა მიაღწიოს.

ამასთან, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბულგარელებთან ორივე მატჩი მოგებული აქვს.

D ჯგუფში, ბოლო სათამაშო დღის წინ პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ ჯგუფის ფავორიტები - რუსეთი და სლოვენია 8-8 ქულით. 6 ქულა აქვს საქართველოს ნაკრებს. 5-5 ქულა აქვთ უკრაინისა და ბულგარეთის ნაკრებებს. ჯგუფის ბოლოადგილოსანი კი, ბელგია 4 ქულით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა