თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და თბილისის დენდროლოგიური პარკი დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოდის. შესაბამისი ცვლილება "თბილისის ეროვნული პარკის" შესახებ კანონში შედის.
კანონპროექტით, თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში აღარ არის თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) NN1–6 კვარტალები, რაც სულ 425,53 ჰექტარს მოიცავს. ასევე, პარკის შემადგენლობიდან გამოდის თბილისის დენდროლოგიური პარკიც, რომელიც სულ 300 ჰექტარზეა.
თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადადის.